50 cent-მა ფანები შოკში ჩაყარა. მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე თავისი ახალი ფოტოები ატვირთა. თითქოს გასაოცარი ამაში არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორმოცდააცენტიან ვარსკვლავს 25 კილო აქვს დაკლებული.
მიზეზი ის ახალი ფილმია, რომელშიც 34 წლის რეპერი მიიწვიეს. როლისათვის რეპერი უმკაცრეს დიეტაზე იჯდა. მას ჰოლივუდურ დრამაში ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის როლის შესრულება მოუწევს, რომელიც სიმსივნითაა ავად.
”მე ძალიან მალე დავუბრუნდბი ჩემს ძველ ფორმას” - აცხადებს 50 cent-ი და განაგრძობს კინოროლისათვის მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ მისი სამსახიობო დებიუტი 2005 წელს შედგა ფილმში - Get Rich or Die Tryin'.