ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:37
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » ივნისი » 27 » ინტერვიუ აგრესიასთან
22:50
ინტერვიუ აგრესიასთან

პირველ რიგში მოგესალმები, როგორ გრძნობ თავს?

აგრესია: მოგესალმებით , ძალიან მაგრად , ისე მაგრად ვარ რომ მინდა ყველა ქართველი თინეიჯერები ესე მაგრად და საკაიფოდ იყოს( იცინის)

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში რეპს? და რატომ აირჩიეთ ეს გზა?

აგრესია: რეპს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მე რეპერად დავიბადე და რეპი ჩემთვის არის ცხოვრება, და რაც შეეხება რატომ ავირჩიე ეს გზა, მე რეპერი არ გავმხდარვარ რაღაცის ან ვიღაცის გამო მე ვფიქრობ რეპი ჩემში დაიბადა და როცა მე მოვკვდები ჩემი რეპიც მაშინ მოკვდება

როგორც ვიცით ესპანეთში იმყოფები, როგორ გრძნობ უცხო გარემოში თავს და რას საქმიანობ?

აგრესია: კი რამოდენიმე წელია რაც ესპანეთში ვარ და უკვე შეგუებული ვარ ესპანურ გარემოს მაგრამ ის ნოსტალგია მეგობრების, ნათესავების და ოჯახის წევრების მიმართ დღესაც მაქვს, ვსწავლობ Ies valle del cidacos-ს ინსტიტუტში ინფორმატიკის კურსზე!

შენს შემოქმედებაში რამე სიახლე არის?

აგრესია: კი ჯერ ჯერობით ვმუშაობ ქართულენოვან სიმღერებზე და მალე ალბათ ჩემი ქართველი მსმენელი ქართულ მიქსტეიპსაც იხილავს, თუმცა იდეაში არის პროექტი რომელიც გათვლილი იქნება ევროპელი მსმენელისთვის და მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ ერთ პროდიუსერთან და ღმერთის წყალობით ალბათ ყველაფერი კარგად იქენბა

რას ფიქრობს აგრესია ქართულ რეპზე? და როგორი ურთიერთობა გაქვს ქართველ რეპერებთან?

აგრესია: ქართულ რეპზე იმას ვიტყვი რომ ფაქტიურად არ არსებობს, იმიტომ რომ რეპერი არ არსებობს ქვეყანაში საქართველოში რეპი არის მსახიობობა, ანუ სცენაზე რეპერს თამაშობს და სცენის გარეთ სხვა ადამიანია და ასევე შემსრულებელი მოქცეულია საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ და ფიქრობს იმას რომ მე რომ ეს გავაკეთი ეხლა მერე ხალხი ჩემზე რას იტყვის? უნდა ჩაიცვას როგორც თვითონ უნდა მაგრამ "უტყდება" უნდა ქონდეს სასურველი იმიჯი მაგრამ საზოგადოების ეშინია, ამიტომ წინ ვერ მიდის ქართული რეპი და არამარტო რეპი საერთოდ ქართული შოუბიზნესია დღეს ესეთ დღეში, თუმცა ერთეულები აკეთებენ ნამდვილად რასაც უნდათ და ვაფასებ ესეთ ადამიანებს , და რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ქართველ რეპერებთან
თითქმის ყველასთან ჯიგრულად ვარ მაგრამ არიან გამონაკლისებიც ვინც უბრალოდ არ მაინტერესებს მე ვფიქრობ ყველასთან ვერ იქნები კარგად და მეც არ მაინტერებს ზოგი თუმცა იმათ ვადარდებ როგორც ვხედავ და ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ (იღიმის)

თქვენზე დაიწერა ეგრედწოდებული "დისები" და რატინ ხდება განგვიმარტავთ? და გყავთ თუ არა მტრები?

აგრესია: სასაცილოა მე მეცინება ეგეთ რამეებზე , კი ჩაწერეს რაღაც სიმახინჯეები და მე ვფიქრობ შურის მომენტი ან რაღაც ამდაგვარი იყო, და მე არც მიფიქრია რომ მეპასუხა იგივე "დისსით" ან რაიმე ამდაგვარი ქმედებით, მე რომ ეგეთს ავყვე მაშინ მეც მისნაირი უნდა გავხდე ასე რომ არ მაინტერესებს და რაც შეეხება მაგათ მტრობას მე ვერ აღვიქვამ მტრებად ეგეთებს იმიტომ რომ არ მაინტერესებს უბრალოდ მათთან არც მტრობა და არც მეგობრობა უინტერესო ადამიანია ჩემთვის ეგეთი კაცი, და მათ ვაინტერესებ და წერენ ჩემზე ვაჟას ციტატას მოვიყვან ასევე "ცუდს რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი" ასე რომ მემტრებიან ალბათ იმიტო რომ მათზე კარგი ვარ , კონკურენტებად ვერ აღვიქვამ იმიტომ რომ პროვინციელი სნობიზმით შეპყრობილი ადამიანი ვერასოდეს გახდება ჩემი კონკურენტი!

და ბოლოს რას პირდებით თქვენს მსმენელს?

აგრესია: ზუსტად არ ვიცი როდის იქნება მაგრამ პროექტი რომელიც იდეაშია და ვაპირებთ ამ იდეას შევასხათ ფრთები ესპანურ ენოვან სიმღერებთან ერთად გვიდნა გაკეთდეს ვიდეორგოლიც რომელიც ევროპისთვის იქნება მაგრამ იმედია საქართველოშიც იხილავთ

ნანახია: 1038 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
29.06.2010
Сообщение #5 nika bitsadze (pajo5551)

bijo magra cdebi roca ambob magari reperi ar arsebobso ..aba sheni azrit dzvelebi tundac jeronimo reperi araris? eg chemtvis da ,, bevri repis msmenelisatvis N1 MC ARIS


28.06.2010
Сообщение #4 natia tamazashvili (natu)

ui chemi dis nikit vyopilvar shemosuli., shemeshal.. anu me viyavi raa nini chuu wink cool


28.06.2010
Сообщение #3 nini chuu (chuu)

tongue giooo .. :*:*:*


28.06.2010
Сообщение #2 nika garibovi (lastmeal)

momewona interviu da martali ibazra yvelaferi da me piradad velodebi siamovnebit agresias klips , da agresias simgerebic dayaret ra erti ori rac movismine sakaifoa da dayaret ra sxvebic


28.06.2010
Сообщение #1 beqa (kroll)

vaaaaaa es naxe raaa ai sagol agresias biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები