Billboard-ის ინფორმაციით, ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი (ნამდვილი სახელია - კორდოზარ კალვინ ბროადუს უმცროსი) ჰააგაში მუსიკალურ ფესტივალზე „Parkpop“ არ დაუშვეს. გადაწყვეტილება ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო, რომლთაც მიაჩნიათ, რომ რეპ-არტისტის მონაწილეობა საფრთხეს შეუქმნიდა „ღონისძიების მშვიდობიან ხასიათს“.
ჰააგის მერმა, პროკურატურის და პოლიციის წარმომადგენლებმა უფასო ფესტივალის „Parkpop“ ორგანიზატორებს თხოვნით მიმართეს, რომ რეპერი სნუპ დოგი სხვა მონაწილით ჩაენაცვლებინათ, თუმცა, ამ თხოვნის მიზეზი დეტალურად არ დაზუსტებულა. გამომცემლობის ვარაუდით, მიზეზი რეპერის ნარკოტიკებისადმი ლტოლვაა. ნიდერლანდებში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც გარკვეულ დაწესებულებებში მარიხუანის გამოყენება ნებადართულია, რითაც სავარაუდოდ შემსრულებელი ბოროტად ისარგებლებდა. აღსანისნავია, რომ რეპერი წელიწადში ერთხელ მაინც მართავს კონცერტებს ნიდერლანდებში და ყოველთვის ნარკოტიკების ზემოქმედბეის ქვეშ გამოდის მსმენელის წინაშე.